სპორტი
22.02.2023 15:22
გორელმა კიკბოქსიორებმა საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებულთათვის კუთვნილი ქამრებით დაასრულეს
ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი გორელმა კიკბოქსიორებმა გამარჯვებულთათვის კუთვნილი ქამრებით დაასრულეს.

საერთაშორისო შეჯიბრება K1 ფედერაციის ეგიდით ჩატარდა და მასში 5 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გორიდან, შეჯიბრებაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა იასპარეზეს და

გამარჯვებულები გახდნენ: ნინო კეჩხუაშვილი (50 კგ.), ნინო ანესაშვილი (54 კგ.), საბა ტერმაკოზაშვილი (57 კგ.).
ამავე შეჯიბრებაზე საერთაშორისო ფედერაციამ არჩილ ჯეირანაშვილს A კლასის მსაჯის წოდება მიანიჭა.
კვირის ამბები