USAID-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისთვის საკონსულტაციო ვადა 28 თებერვალს იწურება
გორის, ქარელის, კასპის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისთვის USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროექტი კულტურული ტურიზმის სფეროში პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია, ასევე, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლების და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას. ამასთან, გააუმჯობესოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
კითხვების გაგზავნის ბოლო ვადა 28 თებერვალია, კონკურსში მონაწილეობის განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 23 მარტი.
დაინტერესებულ პირებს საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ ელ-ფოსტის საშუალებით: grants @ cnfageorgia. org