საზოგადოება
22.02.2023 14:28
გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლაში ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობის ტექნიკებს დაეუფლებიან
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლაში ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობის ტექნიკებს დაეუფლებიან.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია არ დაიკარგოს ძველი გორული კერამიკის წარმოება და მომავალმა თაობამ ისწავლოს და შემოსავლის წყაროდ აქციოს ტრადიციული ხელსაქმე.

„მოზარდების და ახალგაზრდებისთვის კერამიკის წარმოებას ტრადიციული მეთოდებით ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო-მუზეუმში არსებულ სკოლაში შეისწავლიან. ხელობის დაუფლებასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ სხვადასხვა გამოფენასა თუ კონკურსზე“, - აცხადებენ მერიაში.
გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლას გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს.
კვირის ამბები