კულტურა
22.02.2023 13:00
„გორო, ქართლის შუაგულო“ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 22 თებერვალს, სერგი მაკალათიას სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გორის მე-4 საჯარო სკოლის და მუზეუმის ერთობლივი პროექტის -„გორო, ქართლის შუაგულო“ პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი საკუთარი ქალაქის ისტორიული წარსულის, კულტურის და ეთნოგრაფიული ყოფის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში მოსწავლეთა ჩართვაა.

„პროექტის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია-საუბრები და წარიმართება მიზნობრივი კვლევები. მოსწავლეები გახდებიან სამუზეუმო ცხოვრების აქტიური მონაწილეები. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარე წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით განხორციელდება და შემაჯამებელი, მოსწავლეთა კონფერენციით დასრულდება“, - ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაცია 15:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები