კულტურა
21.02.2023 16:08
სოფელ არბოში ნიკო ლომოურის დაბადებიდან 171 წლის იუბილე აღნიშნეს

ნიკო ლომოურის დაბადებიდან 171 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, მწერლის სახლ-მუზეუმში შეხვედრა გამართა.

არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს გაეცნენ და პოეტის შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს.

ღონისძიებაზე, მოზარდებმა, მწერლის მხატვრული ნაწარმოებებიდან სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმში მიწვეული იყო გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფის წარმომადგენელი, პოეტი ქეთი ჯოლბორდიც, რომელმაც საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნიკოლოზ ლომოური 1852 წელს, არბოში დაიბადა, მწერალი 1915 წლს გარდაიცვალა. შეგახსენებთ, მუზეუმი მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ რამდენიმე სხვა მუზეუმთან ერთად, სამი წლის წინ ლომოურის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კვირის ამბები