სპორტი
21.02.2023 14:44
გორელმა ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მოგებით განაახლეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა - „გორი“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 14 წლამდელებს შორის, მოგებით განაახლა.

გორელმა ხელბურთელებმა ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქეს „ყვარელს“ 27:20 სძლიეს.

ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დეკემბერში დაიწყო. გორმა აქამდე 1 შეხვედრა მოიგო და 1 წააგო. მიმდინარე წელს, განახლებულ შეჯიბრებაზე კი, გორელებმა პირველი პაექრობა ჩაატარეს და „ყვარელთან“ მოგებით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე 8 გუნდი მონაწილეობს. ეს გუნდები, ჩემპიონატის დასაწყისში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. ორივე ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადავიდა ფინალურ ეტაპზე და ახლა მედლებისთვის იბრძვის.
კვირის ამბები