მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი გასული წლის 31 ოქტომბრიდან დაიწყო და პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი. საშემოდგომო განაცხადების მიღება გრძელდება პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი კულტურის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. Ge.
„თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება; სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება.
შეგახსენებთ, „დანერგე მომავალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია პროგრამაა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.