საზოგადოება
21.02.2023 11:56
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა დაემატება

„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით ახალი პროექტი განხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა  ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„პროგრამის მიზანია  მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროექტის განხორციელების ამოცანას ასევე წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის)  ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები