თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში გუშინ საღამოს მომხდარ სამხრეთ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას კვლავ ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
თურქეთის გარდა, მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა სირიაშიც.
BBC-ის ინფორმაციით, მორიგი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 700-მდე ადამიანი დაშავდა, თურქეთის ქალაქებში - ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში არიან დაღუპულებიც.
თურქული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა ის შენობებიც, რომლებიც 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად მცირედ იყო დაზიანებული და ბევრ მათგანში მოსახლეობა კვლავ ცხოვრობდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში