ტურიზმი
20.02.2023 15:28
ტურიზმის სექტორში ჩართული პირებისთვის „სასტუმროების მართვის“ საკითხებზე ტრენინგები გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების მეპატრონეების და მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განთავსების ობიექტების ბიზნესის წამოწყებით, ტრენინგები გაიმართა.

„სასტუმროების მართვის“ საკითხებზე ლექცია-სემინარები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსებით ჩატარდა.

„ტრენინგს უძღვებოდა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტრენინგების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თემურ ზოიძე და კოორდინატორი მაკა ართმელაძე. აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები