ავტობანზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი მანქანა ამობრუნდა, არის მსხვერპლი
საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორში, კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონალური ფილიალის ქუთაისის სერვის ცენტრს ეკუთვნის.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.