20-დან 24 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 20 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, 17:00 საათიდან წვიმა გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს.
21 თებერვალს ღამით თოვლჭყაპი, დილის 05:00-დან 10:00 საათამდე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
11:00-დან 17:00 საათამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 18:00 საათიდან დილის 07 საათამდე კი მოსალოდნელია ნალექი თოვლისა და თოვლჭყაპის სახით.
22-23 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს.
24 თებერვალს ღამით და დილის საათებში იქნება ნალექი თოვლის სახით. 12:00 საათიდან გამოიდარებს და პერიოდულად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში