სპორტი
20.02.2023 12:17
გორელი ძიუდოისტების ტრიუმფი თელ ავივის გრანდ სლემზე

გორელმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრანდ სლემზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის მხოლოდ

ერთმა ძიუდოს დარბაზმა, თავისი შედეგით, თელ ავივის გრანდ სლემზე ცალკეულ დარბაზებს ან ქალაქებს კი არა,ყველა მონაწილე ქვეყანას აჯობა.

საქართველოს ნაკრების გორელმა წევრებმა შემდეგი წარმატება მოიპოვეს:

ვაჟა მარგველაშვილი - ოქრო; ბექა ღვინიაშვილი - ოქრო; ლაშა ნადირაძე - ბრინჯაო;

და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი: უტა კოკაური - ვერცხლი .

ოთხივე მათგანი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზის აღზრდილია (მწვრთნელი - ანზორ თენაძე).

„ეს შედეგი, თელ ავივის გრანდ სლემზე საუკეთესოა ვაჟებს შორის და სხვა ყველა ქვეყნის ნაკრებების შედეგებს ჯობია, არათუ ქალაქებს ან დარბაზებს,“ - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები