საზოგადოება
20.02.2023 12:12
ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის პროფესიული გადამზადება იწყება

განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის პროფესიულ გადამზადებას იწყებს.

პროგრამა ქალების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და ორი ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე, რომელიც უნარ-ჩვევების გაძლიერებას ითვალისწინებს, მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

მცირე ბიზნესგეგმის შემუშავება;

პროექტის წერა;

რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა;

სამუშაოს ძიების უნარები;

მეორე ეტაპზე კი, მონაწილეები გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსს სასურველი მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის ფორმის შევსება შეუძლიათ ბმულზე: forms.gle/qQFE4DwA8nUaq83F8.

პროგრამა ხორციელდება განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის (DEP) და ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაეროს ნდობის ფონდის (UN Trust Fund) მხარდაჭერით.

კვირის ამბები