კულტურა
18.02.2023 13:57
26 თებერვალს, ბიისის გაყინული ჩანჩქერის ტერიტორიაზე ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში, 26 თებერვალს, გაყინული ჩანჩქერის ტერიტორიაზე, ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიო“.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასწრება თავისუფალია და შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად).
,,26 თებერვალი, 12:00 საათი, ბიისის გაყინული ჩანჩქერი - გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიო" წარმოგიდგენთ, ყინულზე ცოცვის ფესტივალს - ,,Biisi Cup".

ფესტივალის ტერიტორიაზე დაგხვდებათ კოცონი, ელექტრონული მუსიკა და ცხელი გლინტვეინი.

დასწრება თავისუფალია. ჩაიცვით თბილად!

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად).
მონაწილეები უზრუნვეყოფილი იქნებიან კვებით. ღამისთევა მოხდება კარვებში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 599 11 90 44”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

კვირის ამბები