მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს დისტანციურ ფორმატში თანამშრომლობას მუნიციპალური ა(ა)იპებიც შესთავაზებენ. ორგანიზაციების თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე უტარდებათ.
საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქებისთვის ხარისხიანი, ოპერატიული და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა, მოცემულ ეტაპზე მუნიციპალური ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილში დაინერგება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვა ა(ა)იპებიც.
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი მარგებაძესა და ორგანიზაციის ანალიტოკოსს ლაშა ბერუაშვილს შეხვდა.
,,შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობების შესახებ და სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონულ სისტემა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოში 2020 წელს დაინერგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.