გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, სოფლების გარკვეულ ნაწილში თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს, ზოგ სოფელში კი ნახევარ მეტრს აჭარბებს. როგორც ,,გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან აცნობეს, ყველაზე დიდი თოვლი ბოშურშია, სადაც თოვლის საფარი 60 სმ-მდეა, ბოშურის ზემოთ, უფრო მაღალ ზონაში კი, 70 სმ-ს უტოლდება. უხვი ნალექის მიუხედავად, ბოშურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში