უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილში უხვთოვლიანობაა, შესაბამისად, გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მსურველთა ინტერესის საგანს წარმოადგენს აეროპორტებში არსებული ვითარება.
ამ დროისთვის, უხვი თოვლი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზეა, საიდანაც ფრენებს ახორციელებს კომპანია ,,wizzair”-ი, ,,flyarystan”-ი, ,,vanillasky“-ი და ,,Israir Airlines“-ი.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დიდთოვლობის მიუხედავად არ წყვეტს მუშაობას და სრულდება ყველა დაგეგმილი რეისი. დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება“, - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, თოვლი არ მოსულა.