გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, სოფელ თედოწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის მიზეზი სკოლასთან მისასვლელ გზაზე უხვთოვლიანობის გამო შეფერხება გახდა.
როგორც ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა, გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება მომდევნო კვირის შაბათის ხარჯზე მოხდება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებს, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, რესუსრცენტრის ქვემდებარე სხვა საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.