საზოგადოება
17.02.2023 09:46
თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს, ერთ-ერთი გადარჩენილი 14 წლის მოზარდია

თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 38 000-ს გადააჭარბა.

სამაშველო ოპერაციები უკვე მე-11 დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ასობით ადამიანი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მაშველებმა ორი მამაკაცი (26 და 33 წლის ასაკის) და ერთი 14 წლის მოზარდი ამოიყვანეს, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კვირის ამბები