საზოგადოება
16.02.2023 15:29
გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზები თოვლისგან მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ.

„კეთილმოწყობის სააგენტომ პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და ტექნიკური მარილი დაყარა ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე და შუქნიშნებთან. ცენტრალური გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ამასთან, მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხო გადადგილების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები