საზოგადოება
16.02.2023 13:03
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პროცესის სწავლება დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში შემავალ საბავშვო ბაღებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პროცესის სწავლება დასრულდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს განმარტებით, HACCP-ის პროგრამა კვების ბლოკებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას გულისხმობს.
„საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლების მიერ დეტალურად იქნა განხილული ბაღებში HACCP-ის სისტემის ადაპტირებისა და მონიტორინგის პროცედურების ეფექტურად წარმართვის მექანიზმები. სწავლების მიმდინარეობისას საბავშვო ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა გაიმართა და პრობლემების თანმიმდევრულად გადაჭრის მექანიზმები განიხილეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო ორგანიზაცია მომავალშიც გაააგრძელებს კომუნიკაციას საბავშვო ბაღების დირექტორებთან, რათა პერსონალს მაქსიმალურად გაუადვილდეს თანამედროვე სტანდარტებით მუშაობა და სისტემის მოთხოვნებთან ადაპტირება უმოკლეს ვადებში“, - ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები