გორში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება.
თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს (2008-2009 წწ.) შორის შეჯიბრს გორის სპორტის სასახლე 4 და 5 მარტს უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები (გოგონები და ვაჟები) საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. მათ, თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
დაჯილდოვდებიან, ასევე იმ ქალაქების გუნდები, რომლებიც საპრიზო ადგილებს დაიკავებენ.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება