შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა მოადგილესთან, თემურ ხუბულურთან ერთად, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ამირეჯიბს უმასპინძლა.
შეხვედრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების უფროსები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების საკითხი, რომელიც თებერვალში დაიწყება.
„ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტების სკოლები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. სპორტის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - სკოლებში, ამიტომ, მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები და საჭიროებები“, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.