საზოგადოება
16.02.2023 11:30
ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა

800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი უკვე ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე ფარმაცევტული სექტორის მიერ წარმოდგენილი 700-ზე მეტი პრეტენზია განიხილა.

„უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 300-ზე მეტი მედიკამენტის ფასი დაკორექტირდა, ცვლილება კი ძალაში 15 მარტიდან შევა.

800-ზე მეტი წამლის განახლებული ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერზე უკვე გამოქვეყნდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ“, - აცხადებენ სამინისტროში.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალის და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https: // referenceprice. moh. gov. ge/ui/#/main

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალება.

კვირის ამბები