პროექტის - „აღმოაჩინე გორი“ პრეზენტაცია გ. ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით გახორციელებული პროექტი გააცნეს.
პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროექტი - „აღმოაჩინე გორი“ მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის გორის მრავალსაუკონოვანი, მაგრამ მივიწყებული ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციების, გორში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანებების გაცნობას, ასევე, ქალაქის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
პროექტის ფარგლებში, გორის ქუჩებსა და სკვერებში უკვე დაიდგა ათი საინფორმაციო დაფა, რომელზეც წარმოდგენილია საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გორის შესახებ. დაფებზე, ასევე, დატანილია QR კოდებიც, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას შეუძლია ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ ვებ-გვერდზე ( www. gorimaps. ge) გადასვლა და მეტი ინფორმაციის მიღება.