საზოგადოება
15.02.2023 13:24
გორის მერია სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. HR. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიების დაკავებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ.

რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

კვირის ამბები