შიდა ქართლის ჭადრაკის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით, ჭადრაკში შიდა ქართლის ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრი 7, 9 და 11-წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩატარდა და გამარჯვებულთა და პრიზიორთა უმრავლესობა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ჭადრაკის სექციის წარმომადგენელი იყო, ერთი გამარჯვებული და პრიზიორი კი კასპის სპორტულ სკოლას ჰყავდა.
„გორის მაცნე“ გაგაცნობთ მწვრთნელების - დიტო მაღალაშვილის, ოთარ დოლიძის, ციალა ქასოშვილის, ნათია ფხაკაძის შეგირდების შეჯიბრებაში მიღწეულ საბოლოო შედეგებს:
7 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ვაჟები: I ადგილი - დემეტრე ხუბულური, II - ლაზარე ქალიაშვილი, III - თენგო ქოქაშვილი;
გოგონები: I ადგილი - მარია ხიმშიაშვილი, II - ეკატერინე ალავერდაშვილი, III -ნატალი წიკლაური.
9 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ვაჟები: I ადგილი - ნიკოლოზ ლომიძე, II - ქიტე ერგემლიძე, III - თორნიკე გაბარაული.
გოგონები: I ადგილი - ელენე გოგინაშვილი, II - ბარბარე წიკლაური, III - ლიკა საური (კასპი).
11 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ვაჟები: I ადგილი - ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი (კასპი), II - ანდრია ქრისტესიაშვილი , III - ზაკო ხუბულური.
გოგონები: I ადგილი - მარიამ ნუკრაძე, II - ქეთა მჭედლიძე, III - ანა გაბარაული.