გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრისებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საცხოვრისების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში - უფლისციხესა და ბერბუკში მიმდინარეობს.
კოტეჯების მოწყობა კიდევ ორ სოფელში - მერეთსა და კარალეთში იგეგმება. აღნიშნულ სოფლებში პროექტის განხორციელების მიზნით ტენდერი მიმდინარეობს.
„გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო ადამიანებისთვის საცხოვრისების მოწყობის გადაწყვეტილებას მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია იღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ