რეგიონი
28.01.2020 11:46
კასპში კერამიკული პროდუქციის საწარმო შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია -„კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. 3 მლნ აშშ. დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობის პროცესში, ასევე, პროგრამის - „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ჩართულია სახელმწიფო და „ბანკი ქართუ“.
ოფიციალური ინფორმაციით, საწარმოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აპრილში დასრულდება. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, გაუმჯობესებული თბო და ხმის იზოლაცის, ნესტგამძლეობითა და შემცირებული წონით გამოირჩეულ აგურს გამოუშვებს.
საწარმო პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას მომხმარებელს შემოდგომაზე შესთავაზებს. ქარხანაში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
კვირის ამბები