საზოგადოება
14.02.2023 11:44
გორში, ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
გორში, ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად გათვალისწინებულია ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 380 მეტრია.

ანტონოვის ქუჩა ერთმანეთთან თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს.
კვირის ამბები