გორის მუნიციპალიტეტის და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 შშმ პირს ეტლები გადაეცა.
როგორც მერიაში აცხადებენ, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები.
უწყების ინფორმაციით, 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი დამხმარე მოწყობილობით იქნა უზრუნველყოფილი.
ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უხცოელი დონორები ესწრებოდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში