საზოგადოება
13.02.2023 18:30
გორში, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გორში, სტალინის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კვირის ამბები