13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. 2011 წელს რადიოს მსოფლიო დღე იუნესკომ დააფუძნა.
იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხელშეწყობა.
იუნესკო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება.
გეტყვით, რომ მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში, საქართველოში კი რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რადიო ეთერში 1946 წლის 13 თებერვალს პირველად გავიდა. სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა და წელს მეთორმეტედ აღინიშნება.