გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის კლება და ნალექი.
13 თებერვალს, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +1 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში ნავარაუდევია ყინვა -2 გრადუსი და მცირე თოვლი.
+1 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი გორში 14 თებერვალს.
ღამით -5, დღისით კი +2 გრადუსი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 თებერვალს.
პერიოდულად თოვა, დღის საათებში +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი 16, 17 და 18 თებერვალს.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ