კულტურა
03.10.2019 14:08
უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს

თორმეტი წლის გორელმა მომღერალმა, ამერიკაში მოღვაწე  ქართველი ბარიტონის, დავით ღვინიანიძის მიერ ორგანიზებულ  კონკურსში - „მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და ჰოლივუდის საგზურიც მიიღო. მოხიბლული მსმენელი, პატარა მომღერალს ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ამჟამად, ალექსანდრე უკრაინაში იმყოფება და თავის მენტორებთან ერთად კონცერტის გამართვას გეგმავს. კიევიდან კი, ყაზახეთში გადაინაცვლებს და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ალმა-ატაში იმღერებს. 

კვირის ამბები