თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 2006-2008 წ.წ. დაბადებულ გოგონებს შორის.
გორელმა სპორტსმენებმა შეჯიბრებაზე 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი მარიამ მეგრელიშვილი (40 კგ.) და კლუბ „გორიჯვარის“ წევრი თაკო გიგოლაევი (52 კგ.).
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის აღზრდილი ლიკა დარბუაშვილი (70 კგ.); გურამ პაპიტაშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები: დალი მაზანაშვილი (52 კგ.) და ქეთი რობაქიძე (63 კგ.).
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს