საზოგადოება
13.02.2023 12:03
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა

6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა.

განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი თურქეთში.

საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 600-ს მიაღწია.

სირიაში კი სტიქიას  4 500ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ, სულ უფრო მცირეა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის შანსი.

შეგახსენებთ, თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ასკაციანი ჯგუფიც.

კვირის ამბები