გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსდება.
„ვებ გვერდის მისამართზე - build. municipal. gov.ge /home, შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებსაც.
აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა, საქმისწარმოების სისტემის ერთ-ერთი მოდულია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში 2 წელზე მეტია დაინერგა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის გარდა, სისტემის სხვა მოდულები გაძლევთ საშუალებას: მიმართოთ მერიას განცახდებით და მისწეროთ თქვენი იდეა მერს“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.