სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს, - ამის შესახებ იმ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელსაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ, საშიში არაფერია.
,,მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა. აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ, საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობების გამო, ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს. კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები. გვსურს განვმარტოთ, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.