საზოგადოება
10.02.2023 13:47
ნგრევა, მსხვერპლი, ხანძარი, დაზიანებული სატვირთო კონტეინერები - როგორ გამოიყურება თურქეთის საკურორტო ქალაქი ისქენდერუნი მიწისძვრის შემდეგ

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჰათაის პროვინციის შემადგენლობაში არსებული საკურორტო ქალაქი ისქენდერუნი, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ერთ-ერთია, სადაც მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთანავე, ზღვისპირა ქალაქის პორტში უამრავი სატვირთო/გადამზიდი კონტეინერი დაზიანდა და რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის პორტშიც, მიწისძვრას ხანძარიც მოჰყვა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ზღვისპირა ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გარდაცვლილი მ.შ-ს ცხედარი გადასვენებულია ქალაქ ისქენდერუნის პროზექტურაში.

უკვე მეოთხე დღეა, თურქეთში მიმდინარე ინტენსიურ სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ქართველ მეხანძრე-მაშველთა ასკაციანი ჯგუფი. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.






კვირის ამბები