საზოგადოება
10.02.2023 13:27
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თურქეთში საქართველოს საელჩო.

საელჩოს ინფორმაციით, გარდაცვლილი მ.შ-ს ცხედარი გადასვენებულია ქალაქ ისქენდერუნის პროზექტურაში.

შეგახსენებთ, მიწისძვრას საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, რამდენიმე მათგანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთლიანობაში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

უკვე მეოთხე დღეა, თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ქართველ მეხანძრე-მაშველთა ასკაციანი ჯგუფი. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

კვირის ამბები