ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
სხდომას 36-დან 31 დეპუტატი ესწრება.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს წევრები 20 საკითხს განიხილავენ, მათ შორის, სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებს; გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით გადაცემას; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხებს და ა.შ.
დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრები იმსჯელებენ „ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შექმნის შესახებ” განკარგულების პროექტზეც; განიხილავენ „სსიპ გორის მუნიციპლაიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლისთვის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ წინადადებას;
დღის წესრიგის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღება მოხდება გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტზეც.