საზოგადოება
10.02.2023 12:11
გორის მერიის ხელშეწყობით 14 -25 წლის ახალგაზრდებისთვის მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახლგაზრდებში ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციიო უნარების განვითარების და დებატის კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება იგეგმება.

დებატების პრაქტიკის შესწავლის შესაძლებლობა14 -25 წლის ახალგაზრდებს ეძლევათ.

პროექტს ორგანიზაცია „გორის ახალგაზრდული ცენტრი“ მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

ორგანიზატორების ინფორმააციით, საგანმანათლებლო პროექტი ორ თვეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 60 ახალგაზრდას შეუძლია.
„აქტივობაში ჩართვის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ელ.ფოსტას goriyouthcentergyc@gmail.com
დებატებში რეგისტრაციის ბოლო ვადა 19 თებერვალია. პროექტი ხორციელდება პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ დახმარებით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ღონისძიების რეგიონალური პარტნიორია „გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები