CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 20 000-ს აღწევს, განსაკუთრებით დიდი მსხვერპლია თურქეთში.
ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16 500-ზე მეტია, დაშავებულთა რიცხვი კი 65 000-ს აჭარბებს, პარალელურად, არსებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 200-ს გადააჭარბასირიაში, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ქართველ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფიც. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.