საზოგადოება
09.02.2023 15:12
ტურიზმის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საგრანტო კონკურსებს აცხადებს

USAID-ის ,,ძლიერი სოფლის პროგრამა" ტურიზმის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო კონკურსებს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას. ამასთან, გააუმჯობესოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

დაინტერესებულ პირებს საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ ელ-ფოსტის საშუალებით: grants @ cnfageorgia. org

კითხვების გაგზავნის ბოლო ვადა 28 თებერვალია, კონკურსში მონაწილეობის განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 23 მარტია.

კვირის ამბები