გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წედისსა და ბნავისში გაზიფიცირების ბოლო ეტაპი იწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობას, გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, განაცხადის გაკეთება უკვე შეუძლია შპს „სოკარ ჯორჯიას“ ნებისმიერ ფილიალში.
„აბონენტად დარეგისტრირების მსურველმა მიმართვისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (დარეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში), ან ცნობა პირის ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან (იმ შემთხვევაში, თუ სახლი არ არის დარეგისტრირებული)“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, აღნიშნული სოფლების გაზიფიცირება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „სოკარ ჯორჯიას“ ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხორციელდება.