27.01.2020 12:11
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ნინო, წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს, ჯავახეთის მთებით შემოვიდა. სამი წლის განმავლობაში, წმინდანმა, ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარის წყალობით, უამრავი ადამიანი მოაქცია. 326 წელს კი, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცეულმა მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო27(14) იანვარს – გარდაცვალება.
წმინდა ნინო დაკრძალულია ბოდბის მონასტერში, წმინდანის თმით შეკრული ვაზის ჯვარი კი, თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.