საზოგადოება
09.02.2023 10:44
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 500-ს მიაღწია, ექსპერტები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 500-ს აღწევს.

ადმინისტრაციული სამსახურების ინფორმაციით, ამ დროისთვის, თურქეთში ნანგრევებში ნაპოვნია 12 400-ზე მეტი ცხედარი, სირიაში კი -2900-ზე მეტი.

საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ვინაიდან, ასობით ჩამონგრეულ შენობაში უამრავი ადამიანია მოყოლილი.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობს ქართველ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფიც.

კვირის ამბები