გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილება დღეიდან, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ კვირეულს იწყებს.
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა იგეგმება.
კვირეული, 16:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში სემინარით - „დავით აღმაშენებლის ეპოქის მიმოხილვა“ გაიხსნება. ასევე, მოეწყობა თემატური ნახატების გამოფენა და ისტორიის მოყვარულთა კონკურსი.
„ისტორიის მოყვარულთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX – XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის შესარჩევი ტურის ტესტირება 10 თებერვალს,15:00 საათზე გორის N7 საჯარო სკოლაში გაიმართება.
რაც შეეხება ნახატების გამოფენა-კონკურსს, მასში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების V -XII კლასის მოსწავლეებს. ნახატების წარდგენის ბოლო ვადა 20 თებერვალია (მისამართი.: გორი, მშვიდობის გამზირი N12ა). 16 თებერვალს, 12:00 საათზე კი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის ქ. 20) ისტორიის მოყვარულთა კონკურსის ფინალური ტურის ტესტირება ჩატარდება.
კონკურსებში გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებით და საჩუქრებით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ნომერზე: 599 11 69 29